სავარაუდოდ, უამინდობის გამო, დინამო ბათუმის თამაში ერთი დღით ადრე გადმოიწია.
თარიღის შეცვლის შესახებ ინფორმაცია, ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 26 ოქტომბრის ნაცვლად, ბათუმი დინამო და „ვიტ-ჯორჯია“ ერთმანეთს, ერთი დღით ადრე, 25 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. თამაში ანგისის მოედანზე გაიმართება.
ეროვნული ლიგის ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
წინ 5 სათამაშო ტური და 15 გასათამაშებელი ქულაა.
ბათუმი დინამო 63 ქულით გათამაშების ცხრილის ლიდერია, 62 ქულა აქვს თბილისის დინამოს, ხოლო 60 ქულა „საბურთალოს“. მომდევნო 5 ტურში გაირკვევა, ვინ გახდება ჩემპიონი.