გონიოში, ანდრია პირველწოდებულის 4-ნომერში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის შენობაში 30 წელია ცხოვრობენ, თუმცა საცხოვრებელი საკუთრებაში არ აქვთ დარეგისტრირებული.
გარდა ამისა მოსახლეობა ამბობს, რომ ამორტიზებულ შენობაში არ აქვთ ბუნებრივი აირი, დაზიანებულია სახურავი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. წერილობით კი ამბობენ, რომ აღნიშნული ქონება საინვესტიციო ტერიტორიას წარმოადგენს, რომლის განვითარების კონცეფცია სამინისტრომ მოამზადა. თვითნებურად ქონების დაკავების საკითხების შემსწავლელი კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვეტილებას მოსახლეობას აცნობებენ.