პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. მიქაბერიძეს რომელსაც სამოსამართლეო საქმიანობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს პასუხების გაცემა წარსულში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უწევს.
შეახსენეს,,თბილავიამშენის“ წილებისა და სააქციო საზოგადოება ,,თბილავიამშენის“ აქციების სახელმწიფოსთვის ჩუქების საქმეზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა კანდიდატმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, არგუმენტად კი საქმეზე სამართლებრივი დავის მიმდინარეობა დაასახელა.