გურამიშვილის ქუჩაზე, კორპუსთან სადაც აფეთქება მოხდა თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძის განმარტებით რამდენიმე ოჯახი სასტუმროებშ უკვე გადაანაწილეს, თუმცა აღრიცხვა ჯერ არ დასრულებულა.
"მიმდინარეობს აღრიცხვა, ზუსტდება დაზარალებულების რაოდენობა. რამოდენიმე ოჯახი უკვე გაყვანილი გვყავს სასტუმროში, ვისაც პირველადი საჭიროება ჰქონდა. რაც შეეხება კორპუსის კონსტრუქციულ მდგრადობას შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციის მოწოდების შემდეგ უკვე დავგეგმავთ სხვა ღონისძიებებს.
სავარაუდოდ 80 ოჯახზეა საუბარი, დაზუსტებულ ინფორმაციას დღის განმავლობაში მივაწვდით საზოგადეობას. არც ერთი ოჯახი არ დარჩება ყურადღების გარეშე"- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.