აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია - ექიმი

19 ოქტომბერი 2019, 11:47 1047 ნახვა

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმაის გიორგი დავლიანიძის განმარტებით მამაკაცს სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი.

"პაციენტს დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი", - განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ სამი პირს, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან შეყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში