პატრიარქის დალოცვის გარეშე არცერთი მსხვილი პროექტი არ დამიწყია - მამუკა ხაზარაძე 

17 ოქტომბერი 2019, 15:28 1751 ნახვა

საზოგადოება ''ლელოს'' დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დალოცვის გარეშე არცერთი მსხვილი ბიზნესი არ დაუწყია. 

ხაზარაძე დღეს ილია მეორეს შეხვდა. ჟურნალისტებს უთხრა, რომ წლების განმავლობაში პატრიარქთან სამომავლო პროექტების მაკეტები მიჰქონდა. 

“ახლა შევხვდი უწმინდესს, მოვუყევი ჩემი მომავალი გეგმების შესახებ, მკითხა ანაკლიაზეც, მკითხა, მითხრა და დამლოცა, რომ ვიყო ფრთხილად. არ დამიწყია არც ერთი მსხვილი ბიზნესი საქართველოში - “ბორჯომი“; “ლისის ტბა“ თუ “ანაკლია“, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესსთან მაკეტით, ეს არის ჩემი ტრადიცია, და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ჩვენი საქმისთვის. ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით'' – ამბობს ხაზარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი