ბათუმელების იდეებს მერია დააფინანსებს - ბიუჯეტი 500 000-მდე გაიზარდა

17 ოქტომბერი 2019, 11:25 2160 ნახვა

„შენი იდეა ბათუმს“ - პროექტს ბათუმის მერია დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით მეორე წელია ახორციელებს. პროექტი მოქალაქეების იდეებზეა დამოკიდებული, რომლის განხორციელებისთვის თანხა ბიუჯეტშია გათვალისწინებული.  

2020 წლისთვის ბიუჯეტი გაიზარდა და ბათუმელების იდეების დაფინანსებისთვის 500 000 ლარი დაიხარჯება. ასევე სიახლეა ისიც, რომ ერთი პროექტის ღირებულების მინიმალური ზღვარი შეიცვალა,  მოქალაქეებს იდეის განსახორციელებლად მაქსიმალური თანხის 500 000 ლარის მოთხოვნაც შეუძლიათ. 

ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული იდეების რაოდენობა კი, პროექტის საერთო ბიუჯეტის გათვალისწინებით განისაზღვრება. იდეისთვის მინიმალური ხმის რაოდენობა, ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 %, დაახლოებით 700 ხმა შეადგენს.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა? 

პროექტში მონაწილეობას შეუძლია ბათუმში რეგისტრირებულ ზრდასრულ მოქალაქეს;

სად შეგიძლია დაარეგისტრირო პროექტი ან/და მისცე ხმა შენს რჩეულ პროექტს?

პროექტი უნდა ხორციელდებოდეს ბათუმში, უნდა განეკუთვნებოდეს თვითმმართველობის კომპეტენციას და მისი მიზანი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა უნდა იყოს. 

პროექტი უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებრივ საკუთრებას და არ იწვევდეს მოვლა-პატრონობის მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს.

2020 წლის იდეებისთვის ხმის მიცემა დაიწყება 2019 წლის 11 ნოემბერს და დასრულდება 2019 წლის 1 დეკემბერს. სწორედ მოქალაქეები წყვეტენ, საბოლოოდ რომელი იდეები უნდა განხორციელდეს. 10 დეკემბრამდე გამარჯვებული პროექტები გამოქვეყნდება.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო ახორციელებს. მხარდამჭერები - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) , პური მსოფლიოს (Bread for the World) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი