ეს არა ჩვენი საზღვარი, დროა სახლში წავიდეთ - დონალდ ტრამპი 

17 ოქტომბერი 2019, 10:59 2271 ნახვა

აშშ - პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო  შეტევა სირიაზე მათი პრობლემა არ არის.  ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ არ არის "პოლიციის აგენტი".

”დროა, სახლში წავიდეთ”, - თქვა მან.

დონალდ ტრამპმა ყოფილ მოკავშირეებს, ქურთებს "არა ანგელოზებიც" უწოდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა სიტუაციას აკვირდება და მას თურქეთის სწორ გზაზე დაყენება სურს.

„ჩვენი ჯარისკაცები სირიას ტოვებენ, მათ საფრთხე აღარ ემუქრება. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობთ, თურქეთი სწორ გზაზე დავაყენოთ, ვინაიდან ნებისმიერი ომის შეჩერება გვსურს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ინფორმაციას: BBC ავრცელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი