მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, არ დანებდეთ, არჩევნები მალე მოვა - მიხაელ როთი

28 მაისი 2024, 20:14 421 ნახვა

სევდიანი დღეა საქართველოსა და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური აგენტების კანონზე“. მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

„არ დაგავიწყდეთ: „როდესაც ისინი დაბლა მიდიან, ჩვენ მაღლა მივდივართ“. არ დანებდეთ, არჩევნები მალე მოვა“, – აღნიშნავს მიხაელ როთი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში