ვიზიტორთა სტატისტიკა ტურისტულ ცენტრებში

06 სექტემბერი 2016, 00:00 4062 ნახვა

აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 110,8%  გაიზარდა_ასეთი ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკა. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 22 ათას 539 ვიზიტორმა ისარგებლა. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრები აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმში აქვს. წელს, არსებულ ცენტრებს ორი საინფორმაცო სტენდი ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებშიც დაემატა. რეგიონის სტუმრებს აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება საბაგიროსა და აეროპორტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. 

ამავე კატეგორიაში