შიდა ქართლის პოლიციამ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, გორში 1999 წელს დაბადებული ტ.ც. დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ქალაქ გორში, არასრულწლოვან გოგონას ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეჰყვა. ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.