განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა პოლიციამ, იმერეთში. 26 წლის ბრალდებული სამართალდამცველებმა, სოფელ გეგუთში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს.
პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 65 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.