საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში, გამგეობის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებიან. 16 ოქტომბერს თავმჯდომარის პოსტზე არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ესენია: ზურაბ მსახურაძე, გივი ნინიძე და ალექსი წეველიძე.
ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ მსახურაძე მასმედიასა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს პროცესს აქტიურად დააკვირდნენ. ზურაბ მსახურაძე ამბობს, რომ მას ადმინისტრაცია ამომრჩეველთან ურთიერთობას უზღუდავს, რითაც კანდიდატის უფლებებს არჩევს.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ. მოქმედი თავმჯდომარის გარდაცვალების შემდეგ მოვალეობას ოთარ ფარტენაძე ასრულებს. მას მედიასთან ურთიერთობა არ სურს. გამგეობის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევენ.
ფოტო: სოციალური ქსელიდან