ძალადობის მკვლელი ქალების ისტორიები

11 ოქტომბერი 2019, 20:10 1682 ნახვა

ქალზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ „ოცნების“ დეპუტატს კი არც დააკავებენ და არც მანდატს მოუხსნიან. თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართება. ბოლო წლებში ქალების მხრიდან მათი ხელმძღვანელების სექსუალური ხასიათის დადანაშაულების ეს პირველი შემთხვევა არაა.

პრეცედენტულია „თათია სამხარაძის საქმე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ,“ სადაც სამმა ინსტანციამ დაადასტურა დისკრიმინაცია. ცნობილია, უფრო ადრინდელი შემთხვევა ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით.

ასევე  ნინოწმინდის შემთხვევა, როდესაც ბაღების გაერთიანების დირექტორმა ასევე „ოცნების“ დეპუტატი დაადანაშაულა, პროკურატურამ კი გამოძიება საერთოდ არ დაიწყო. ერთ-ერთი ბოლო და ცნობილი საქმეა ბათუმში სტუდენტის მიერ ლექტორის მისამართით გახმოვანებული კონკრეტული ბრალდება.

როგორია მართლმსაჯულების მიდგომა და როგორ სრულდება საქმეები?

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი