ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს წყალი კიდევ 2 საათის განმავლობაში არ ექნებათ. ''ბათუმის წყლის'' ბრიგადებს სამუშაოები 18:00 საათზე უნდა დაესრულებინათ, თუმცა მძიმე დაზიანების გამო, პროცესი გაჭიანურდა. კომპანიაში ამბობენ, რომ წყალმომარაგება 20:00 საათზე აღდგება.
წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება შემდეგ ქუჩებს:
26 მაისის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
მელიქიშვილის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;
კლდიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;
მემედ აბაშიძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;
ზურაბ გორგილაძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.