ქობულეთის მაგისტრმა მოსამართლემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოთხი წევრი სამართალდამრღვევად ცნო. ოპოზიციის წევრებმა, ქობულეთის შემოვლით გზაზე პლაკატები - "გახარია წადი" 5 და 8 ივლისს გამოაკრეს.
ბანერების განთავსების გამო, ოპოზიციის წევრებს მოსამართლემ შენიშვნა მისცა და სიტყვიერად გააფრთხილა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბრალს არ აღიარებენ. მათი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს საზოგადოების თავშეყრის ადგილზე უფლება აქვთ ნებისმიერი სახის პლაკატი ან ბანერი გამოფინოს. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.