რატომ არ მიენიჭა ამ დრომდე 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს დაზარალებულის სტატუსი? ამ მოთხოვნით არა ერთი აქციაც გამართეს ჟურნალისტებმა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მაშინ განცხადებაც გაავრცელა, თუმცა კითხვები ღიად, მოთხოვნა კი უპასუხოდ დარჩა.
ნინო ხოზრევანიძე და კოტე გრიგალაშვილი - ჩვენი არხის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებიც დაშავდნენ გავრილოვის ღამეს, თუმცა სხვებთან ერთად, არც მათ აქვთ დაზარალებულის სტატუსი. 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ პროკურატურას მიმართვას ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი და მედიის 38 წარმომადგენლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ჟურნალისტების გარდა, დაზარალებულად ცნობას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაშავდნენ. მათი ოჯახის წევრები დღეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ