თბილისის აეროპორტში 23 კილოგრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალება ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენო-სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად იპოვეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს მიმდინარეობს.