მრჩეველთა საბჭოს კონკურსს 4 კანდიდატი გამოეთიშა

09 ოქტომბერი 2019, 20:05 2009 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრობის ოთხ კანდიდატს კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ უმაღლეს საბჭოში შექმნილმა კომისიამ მიიღო.

კონკურსს ეთიშებიან ევგენი თავდგირიძე, ლევან ქამადაძე, გიორგი წულაია და ირაკლი ანთიძე. კანდიდატები შემდეგ ეტაპზე წარდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლენილი ხარვეზების გამო ვერ გადავიდნენ. მიზეზები კი სხვადასხვაა, მათ შორის კვალიფიკაციის დადასტურება და სამუშაო სტაჟი.

შეგახსენებთ, მიცემულ ვადაში ხარვეზების გამოსწორება შეძლო 8 კანდიდატმა, ასე რომ შემდეგ ეტაპზე ამჟამად სულ 19 მრჩევლობის მსურველი იბრძოლებს. შეგახსენებთ ამ კომისიის მუშაობის შეჩერებას ითხოვს ოპოზიცია, რის შესახებაც გადაწყვეტილებას სასამართლო სავარაუდოდ ხვალისთვის გაასაჯაროვებს. თუ არ შეჩერდება კომისიის მუშაობა, კანდიდატებთან გასაუბრება 15 და 16 ოქტომბერს გაიმართება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი