გაძვირებული საქალაქთაშორისო მგზავრობის საფასური და შემცირებული მგზავრთა რაოდენობა. ტრადიციულად, მძღოლები გაზრდილ ტარიფს ლარის გაუფასურებას, საწვავისა და პროდუქტის მომატებულ ფასს უკავშირებენ.
ამ შემთხვევაში დაზარალებული მგზავრები არიან, ტაქსების შემთხვევაში კი მძღოლები, რომლებმაც დღეს აქციაც მოაწყვეს. გაძვირებული ბენზინისა და პროდუქტის ფონზე, მაგალითად, ტაქსი “მაქსიმის”მენეჯმენტი ძველ ტარიფს ინარჩუნებს, თუმცა როგორც მძღოლები ამბობენ მათ ხარჯზე, რასაც მეორე დღეა აპროტესტებენ.