მინიმალური ხელფასი საქართველოში ისევ 20 ლარია

08 ოქტომბერი 2019, 20:30 1537 ნახვა

საქართველოში 23 000 ადამიანს 100  ლარი აქვს ხელფასი, 63 000-ს კი 200 ლარზე ნაკლები - თუ ამ ციფრებს დღევანდელ ვალუტის კურსზე გადავიყვანთ, პირველ შემთხვევაში ათასობით ადამიანს დღეში ანაზღაურება 1 დოლარზე ცოტა მეტი გამოსდის, მეორე შემთხვევაში კი 2 დოლარზე მეტი. მონაცემები ლარში პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საზოგადოებას დღეს გააცნო.

ირაკლი პეტრიაშვილმა თქვა,  რომ ბოლო წლებში მინიმალური ხელფასი არ გაზრდილა და ათაიათასობით ადამიანს იმაზე ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე თვიდან თვემდე თავის გასატანადაა საჭირო.  ამ მონაცემებით ქვეყანა ევროპაში ბოლო ადგილზეა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი