ტბეთის ქუჩაზე თვითნებურად შესახლებულები ფართების დაკანონებას ითხოვენ 

08 ოქტომბერი 2019, 13:25 1846 ნახვა

თამარის დასახლებაში ტბეთის ქუჩაზე ყოფილი ქარხნის შენობაში თვითნებურად შესახლებულები სამინისტროსგან ფართების დაკანონებას ითხოვენ. აქ მცხოვრები ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველები და მარტოხელა დედები  შიშობენ, რომ შენობით  ინვესტორი დაინტერესდება და მათ ფართის თვითნებურად დატოვება მოუწევთ. მათივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნით აჭარის მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ტერიტორიის დაკანონებაზე უარი მიიღეს. ეკომიგრანტებმა  დღეს აქცია კიდევ ერთხელ გამართეს და საკუთარი მოთხოვნა აჭარის მთავრობას ამ ფორმით მიაწვდინეს.

ყოფილი ქარხნის შენობაში 21 ოჯახი 2014 წლიდან ცხოვრობს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი