თამარის დასახლებაში იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლება დროებით გადაიდო

07 ოქტომბერი 2019, 18:31 2094 ნახვა

თამარის დასახლებაში იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინიდან, ევგენიძეების ოჯახის გამოსახლება დროებით გადაიდო.   ევგენიძეების იპოთეკით დატვირთულ ბინაში 7 წელია გირით აფაქიძეების 7 წევრიანი  ოჯახი ცხოვრობს და ფართის დატოვებას კუთვნილი თანხის მიღებამდე არ აპირებს. პარალელურად   ოთხოთახიანი ბინა ბანკში იპოთეკით  დატვირთულია, თუმცა მესაკუთრემ ვალდებულება ვერ დაფარა და საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.

დავა ერთი წელია გრძელდება. ადგილზე დღეს აღსრულების ბიურო და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,  მაგრამ ოჯახის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ საქმეს შეისწავლიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი