,, ადამიანები ფრთებით“-ბათუმში ახალ ქართულ სერიალს იღებენ. ფილმი ინოვაციურია და იგი კრიპტოვალუტით დაკავებული ჯგუფის ისტორიას მოგვითხრობს. სცენარის ავტორიც და პროდიუსერიც ქართველები არიან.
ამბობენ, რომ ფილმში ასახულია თანამედროვე ქართული რეალობა, მეგობრობა, სიყვარული, ღალატი და ა.შ. სერიალს ორ ნაწილად გადაიღებენ. მასში პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები მონაწილეობენ.