სახალხო ბიუჯეტი - ქედაში ახალი პროგრამის განხორციელება იგეგმება. 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყოფა, რომელიც ქედის სოფლებს უნდა მოხმარდეს.
პროგრამამ კითხვები გააჩინა ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, აქ ფიქრობენ, რომ პროგრამის განხორციელება საეჭვოდ ემთხვევა 20-20 არჩევნებს,ამბობენ რომ შესაძლოა ეს იყოს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.