ფინანსთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ივანე მაჭავარიანი ნდობის ჯგუფის ფორმატში დაგეგმილ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. დღის წესრიგის მიხედვით სხდომა საღამოს 9 საათზეა ჩანიშნული.
დაგეგმილია ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილის განხილვა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ, სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.