ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი რ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ბათუმში, მოქალაქეების კუთვნილი 3 ველოსიპედი მოიპარა. პოლიციამ 2 ნაქურდალი ველოსიპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.