„ასი სიტყვა“ - ლიტერატურული კონკურსი ბათუმში. ასეულობით მსურველიდან ორგანიზატორებმა 50 ფინალისტი შეარჩიეს, რომელთაგან ჟიურისა და მკითხველის შეფასებით სამი გამარჯვებული გამოვლინდა: ირმა გოდერძიშვილი, თამთა რეხვიაშვილი და დავით გაგუა.
მკითხველის სიმპატია მედეა კაზარაშვილი გახდა. მათ 100 სიტყვიანი პროზაული ნაწარმოები წარადგინეს. პროექტის ფარგლებში დღეს კონკურსი პოეზიაში ჩატარდება.