მეწყრული პროცესი გონიოში

04 სექტემბერი 2016, 00:00 3076 ნახვა

გონიოში, მატათა მოციქულის მეორე ჩიხის 4 ნომერში საცხოვრებელ სახლთან მეწყრული პროცესები კვლავ განმეორდა. როგორც აღნიშნულ სახლში მცხოვრები, არჩილ დავითაძე ამბობს პირველად მეწყერი 1 სექტემბერს დილის 9 საათზე ჩამოწვა, დღეს კი პროცესი, კვლავ განმეორდა. მეწყერმა ოჯახს ნარგავები  გაუნადგურა და დამხმარე ნაგებობა დაუნგრია. არჩილ დავითაძე დახმარებას მერიის სამსახურებს თხოვენ. საკითხტან დაკავშირებით კომენტარისთვის ბათუმის მერიას დავუკავშიიდით, სადაც გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ¬ –  ერთეულში მერის წარმომადგენელ თემურ ქიძინიძესთან გადაგვამისამართეს, მან კი კომენტარისგან, თავი შეიკავა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში