ვის უნდა აჭარის მაუწყებლის საბჭოში მრჩევლად მოხვედრა - უმაღლეს საბჭოში 14 განაცხადია

26 სექტემბერი 2019, 12:35 2975 ნახვა

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს  წევრობის  მსურველთა განცხადებების მიღება დღეს  მთავრდება.  ''მთავარის'' ინფორმაციით, ამ ეტაპზე განაცხადი 14  პირს აქვს შეტანილი.  მათ შორის არიან მაუწყებლის თანამშრომლები.

მრჩეველთა საბჭოს წევრობა სურს: 

რაულ ბერიძეს, ფირუზ ბოლქვაძეს, თამილა დოლიძეს, ნანა ახვლედიანს, ირაკლი ანთიძეს, ლევან ქამადაძეს, სოსო სტურუას, სოფიო კობალაძეს, ევგენი თავდგირიძეს, დიანა ვაშაყმაძეს, გელა ღოღობერიძეს, რუსლან ბარამიძეს, ნიკოლოზ მეგრელიშვილსა და არჩილ ხახუტაიშვილს. 

ოთხ მრჩეველს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში ეწურებათ. რაც შეეხება გიგა ჩხარტიშვილს, ის მრჩეველთა საბჭოს წევრად 2018 წლის 1 ნოემბერს აირჩიეს. შესარჩევი კონკურსი 27 აგვისტოს გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი