პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული.
სამხრეთ აფრიკის მოქალაქე პოლიციამ აეროპორტში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „მარიხუანის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.