აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს დღის ბოლომდე ულტიმატუმი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, რევაზ ხარაზმა წაუყენა.
ოპოზიცია მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარაში საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის და მოქმედი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის უფლებამოსილების შეჩერებას სთხოვს. ასევე, ითხოვენ უფლებამოსილება შეუჩერდეს საავტომობილო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რაულს ბერიძეს.
აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების საქმიანობა შეისწავლა და 2016-17 წლებში დაგებული გზები უხარისხოდ მიიჩნია. დასკვნაში საუბარია თანხებთან შეუსაბამო ხარისხზე, დისკრიმინაციულად შერჩეულ კომპანიებზე და კომპანიებისთვის ჯარიმების არ დაწერაზე.
ამ პერიოდში ამჟამად უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გიორგი რომანაძე და მთავრობის ახლანდელი აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდნენ უწყებას.
რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული და გამოძიების დასრულებამდე ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ თანამდებობაზე. "ეს ადამიანები პრაქტიკულად კორუფციულ გარიგებაში ამხილა და საქმე ძიებაშია. კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებენ სწორედ ეს ადამიანები და სამივე მათგანი დღემდე მთავრობაში ხელმძღვენელ თანამდებობებზე არიან, შესაძლოა იქონიონ საქმეზე გავლენა" - ირწმუნება ხარაზი.
არის თი არა საქმეზე გამოძიება დაწყებული, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უწყებაში აზუსტებს. თავად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება.