„დააბი პრეზიდენტი“ - აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

22 სექტემბერი 2019, 12:06 1800 ნახვა

“დააბი პრეზიდენტი” - ამ სახელწოდებით ორგანიზაცია “შეცვალე” პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობის ბრალდებით მსჯავლდებული პირების შეწყალებას აპროტესტებენ.

ორგანიზაცია "შეცვალეს" წევრებმა პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარს ბოქლომებიც დაამაგრეს და ამ ფორმით ​პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავლდებულის შეწყალება გააპროტესტეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი