საკვებად უვარგისი ხორცი და ანტისანიტარია - ასეთი ვითარებაა საწარმო ''ნატურალ ფუდში'' რომელიც ბათუმში ფუნქციონირებს. ნახევარფაბრიკატების საწარმოში აღმოჩენილია ძველი და გაურკვეველი წარმოშობის ხორცი. ამ ყველაფრით კი ნახევარფაბრიკატები მზადდებოდა და ჯიხურებში იყიდებოდა.
ობიექტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დააჯარიმა და საწარმოო პროცესიც შეუჩერა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს საწარმოში არ შეუშვეს.