დღეს ბათუმობაა. გამოფენები, კონცერტები, ფოტო კონკურსები, პოეტების კუთხე, კოსტიუმირებული მსვლელობა, თოჯინების თეატრის წარმოდგენები, საბავშვო კონცერტები--ეს ყველაფერი არ არის, რასაც დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ნახავთ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ცოტა ხნის წინ გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმთან დამეგობრებული დელეგაციების წევრები ესწრებოდნენ.