საქართველოს პერზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან #სირცხვილიას წევრები აქციას მართავენ. ცნობილი საშინელებათა ფილმის, "გოსთფეისის" (Ghostface) ნიღბებით მივიდნენ.
"სერიული შემწყნარებელი", "ბიძინას რჩეული კრიმინალები", "შეიწყალებ გავრილოვის პატიმრებს?" - პლაკატებით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტის 24 პატიმრის შეწყალებას აპროტესტებენ, რომელთა შორის 3 მკვლელობისთვის მსჯავრდებულია, ხოლო ერთი ძებნილი.