პირუტყვის დაზღვევა - ხულოში ფერმერები არაინფორმირებას უჩივიან

17 სექტემბერი 2019, 20:58 1543 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ყოველწლიურად მცირდება ოჯახები, რომლებიც მესაქონლეობით არიან დაკავებული. ხულოში რამდენიმე სოფელში გვითხრეს, რომ ხელშეწყობის გარეშე, გამოწვევების წინაშე დატოვებული დარგი პრაქტიკულად ვეღარ ვითარდება.

პრობლემებს ადგილობრივი მოქალაქეები ინფორმაციის ნაკლებობასაც უკავშირებენ, მათ შორის დაზღვევის შესახებ, რომელიც გარეული ცხოველებისგან დახოცილი შინაური ცხოველებით მიყენებულ ზარალს აანაზღაურებდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი მერია კონსულტაციებით შემოიფარგლება. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ შარშან დაანონსებული მეცხოველეობის მოდერნიზაციის პროექტი კი წელს არსად დაწყებულა და როგორც ჩანს აჭარაში არც საარჩევნო წელს დაიწყება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში