საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია, 55.კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ჩემპიონია.
ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე წურწუმიამ ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახეთის წარმომადგენელი ხაკან ზაკანშა დამაჯერებლად 9:0 დაამარცხა. 12 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში იაპონელი შოთა ოგავა 8:0 დაამარცხა. მანამდე კი ჩინელი ჩაო 9-0 და რუსს კაბალოევსს 8-3 აჯობა.
დღეს ფინალში საქართველოს ნაკრების მერე წევრი ლაშა გობაძეც იჭიდავებს. გობაძე 82 კგ.წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
97 კგ.წონით კატეგორიაში ხვალ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს გიორგი მელია, რომელმაც საქართველოს ოლიმპიადის ლიცენზია მოუტანა.