საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი 82.კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. გობაძემ ნახევარფინალში უზბეკი ნურბეკ ხაშიმბეკოვი 3:1 დაამარცხა. აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილმა ფალავანმა მანამდე ამერიკელ სტეფანოვიჩს 7-0 აჯობა და ჩინელ ქიანს უშანსოდ 9-0 მოუგო.
ნურსულთანში მიმიდნარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ ფინალში ორი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს. ლაშა გობაძე 82 კგ.წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება , ხოლო ნუგზარ წურწუმია 55 კგ.წონით კატეგორიაში ყაზახ ხორლან ზაკანშას შეხვდება.
ხვალ ქართველ მოჭიდავეებს ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 წლიანი ნავსის გატეხვის შესაძლებლობა აქვთ .საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2007 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია.
მედლებისთვის ბრძოლას 63კგ.წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძე და 72 კგ.წონით კატეგორიაში იური ლომაძე გამოეთიშნენ.