დღეს საქართველოს რაგბის ეროვნულმა ჩემპიონატმა სტარტი აიღო. დიდი 10-ის პირველ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის ,,ბათუმმა’’ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ბათუმელებმა გასვლით შეხვედრაში გათამაშების დებიუტანტი თბილისის ,,იუკერები’’ 16-12 დაამარცხეს.
შემდეგ შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 21 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ბოლნისის ,,ყოჩების’’ წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე