ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის დროს მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა: მძღოლი და მგზავრი.
ხევში ვარდნის დროს მძღოლი არ დაშავებულა. დაზიანებები აღენიშნება მგზავრს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ხულოს რეგიონულ კლინიკაში გადაჰყავს. პირველადი ინფორმაციით, მას მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვს.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული იყო ორი მგზავრი.