ორი ოქროს მედალი ძიუდოს  ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან

12 სექტემბერი 2019, 23:09 1911 ნახვა

ორი ოქროს მედალი ძიუდოს  ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან

ფინეთში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს  ქართულმა დელეგაციამ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. გიორგი თუთაშვილი 66 კგ. წონით კატეგორიაში  და ეთერ ლიპარტელიანი 57 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

 ქართული ძიუდოს ისტორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ხვალ, 13 სექტემბერს ტატამზე  მარიამ ჭანტურია (-70კგ), ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი (ორივე -81კგ) ფამოვლენ. შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში