მეჩეთზე ნებართვის გაცემაზე უარი იყო თუ არა დისკრიმინაციული? - გადაწყვეტილება 26 სექტემბერს გამოცხადება  

12 სექტემბერი 2019, 10:57 2763 ნახვა

"დაგვრჩა ის, რომ სასამართლომ სამართლებრივი ანალიზი გააკეთოს ამ საქმესთან დაკავშირებით და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ამისთვის, სავარაუდოდ, კანონით გათვალისწინებული ერთი თვე არ დაგვჭირდება. 26 სექტემბერს, 10 საათზე ჩაინიშნოს სასამართლო სხდომა, როგორც იცით მხარეების დასწრება გადაწყვეტილების გამოცხადების დროს, არაა სავალდებულო" - განაცხადა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, რომელმაც მხარეებს დღეს კიდევ ერთხელ მოუსმინა. 

მუსლიმი თემი, ბათუმის მერიის წინააღმდეგ უკვე 2 წელია დაობს. დავის საგანი, 2017 წლის 5 მაისს, მუსლიმების მიერ ბათმის ცენტრალურ ნაწილში შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარისთქმაა. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ მერიის მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია

სხდომები, მოლაპარაკების მოტივით, ბოლო სამ თვეში რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს დიალოგის გზით შეთანხმების მისაღწევად ვადა მისცა. სასამართლო პროცესების გადადების ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნდა. 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი