მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალოსანთა ნაკრების შემდგენლობა დასახელდა

11 სექტემბერი 2019, 22:54 1946 ნახვა

     საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემდგენლობა დაასახელა

  საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია. ძალოსანთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე 15 სექტემბერს გაემგზავრება, ასპარეზობა კი 18-27 სექტემბერს ტაილანდის ქალაქ პატაიაში გაიმართება.

ასპარეზობაზე გარდა მედლებისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. 

 

ძალოსნობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ შემდეგი შემადგენლობა დაასახელა : 

61კგ. შოთა მიშველიძე

61 კგ. გოდერძი ბერდელიძე

67 კგ. გოგა ჩხეიძე

73 კგ. არჩილ მალაყმაძე

89 კგ. რევაზ დავითაძე

96 - 102 კგ ანტონ პლესნოი

102 კგ. ირაკლი ჩხეიძე

+109 კგ. ლაშა ტალახაძე

+109 კგ. გიორგი ჩხეიძე

81კგ. ლომია თებიძე (რეზერვი)

 

ტრამვის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე,

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში