ანგისის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქე მერიასა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს. რომან დუმბაძე ამბობს, რომ მის საცხოვრებელთან მიმდინარე მრავალსართულიანი ბინის მშენებლობიდან მასალები ცვივა.
დუმბაძეს ეზოში პარკირება აქვს მოწყობილი, მისი ინფორმაციით, ყოფილა შემთხვევა როცა მანქანებს ბეტონი დაესხა. რამდენჯერმე მიმართა ქალაქის თვითმმართველობას და გამოიძახა პოლიცია, თუმცა კომპანიამ მშენებლობას დამცავი საშუალებები მაინც არ გაუკეთა.
სამშენებლო სამუშაოებს ანგისის ქუჩაზე „ნევ ბილდინგი“ აწარმოებს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ კომპანია სამშენებლო წესისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რამდენჯერმე დაჯარიმდა.