აჭარაში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს მუშაობა აეკრძალა 

09 სექტემბერი 2019, 16:18 5242 ნახვა

ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო, აჭარაში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 77 კი დააჯარიმა. 

 მაკონტროლებლებმა რეგიონში არსებული ვალუტის გადამცვლელ პუნქტები, გაფრთხილების გარეშე შეამოწმეს.

''ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით,  სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ  სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე,  მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში'' - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს მოუწოდებს, ტრანზაქციის შესრულებამდე გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაამოწმონ. უფლების დარღვევის შემთხვევაში კი, ცხელ ხაზზე - 2 406 406 დარეკონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი