ბათუმის ნავსადგურში თურქული გემი შემოვიდა. სანავიგაციო, ტაქტიკური მანევრების , მანქანა დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში ტრენინგ-სემინარებსა და წვრთნებს გაივლიან თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის სტუდენტები.
ვიზიტის მიზანია სტუდენტებმა თეორიული ცოდნის გამოყენება შეძლონ პრაქტიკაში, აიმაღლონ გემისა და ნაოსნობის უნარჩვევები. გემს ვიზიტები დაგეგმილი აქვს შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებშიც.