ინტენსიური თოვის გამო გზებზე გადაადგილება გართულებულია, ცენტრალურ მაგისტრალზე კი საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ღამით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით იყო ნებადართული. გზებზე მძღოლებს გაფრთხილებას პოლიცია აძლევს და მიმდინარეობს საგზაო მოძრაობის კონტროლი.
საავტომობილო გზების პრესსამსახურის ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ტექნიკა.