ვითარება ბათუმში

25 თებერვალი 2025, 12:08 150 ნახვა

მე-6 დღეა დიდთოვლობაა ბათუმში. სინოპტიკოსების ცნობით, ინტენსიური თოვა ხვალამდე შენარჩუნდება. დიდთოვლობის გამო საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. მთავრობის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები. 

შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანდა 1000 მმ-იანი წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რომლის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალმომარაგება დღის ბოლომდე უნდა აღდგეს. მათივე ინფორმაციით, გამოდარებასთან ერთად, გაიწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩები, შესაბამისად აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში