ხახულის ქუჩაზე, ხიდიდან მსუბუქი ავტომობილი ''ჟილინის'' არხში გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ხიდზე დაგებული საფარი ნაწილობრივ დაზიანებულია. მათი თქმით, მძღოლი ცდილობდა, ავტომობილი დაზიანებული მონაკვეთისთვის აეცილებინა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდება.
ხახულის ქუჩაზე მდებარე ხიდს მოაჯირები არ აქვს.
ავტომობილის არხში გადავარდნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV 25-მა გაავრცელა